„შევწყვიტეთ ურთიერთობები რუსეთთან, გამოვხატეთ საქართველოსადმი მხარდაჭერა“
ნატოს მინისტერიალზე ჩვენ საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოვხატეთ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ფეისბუქის საკუთარი გვერდზე დაწერა.
“მინისტერიალზე ჩვენ დავიწყეთ კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება, სხვა ორგანიზაციების მსგავსად, შევწყვიტეთ ურთიერთობები რუსეთთან, გავაძლიერეთ უკრაინისადმი მხარდაჭერა, კიდევ ერთხელ გამოვხატეთ საქართველოსადმი მხარდაჭერა”, – დაწერა ჯეიმს აპატურაიმ.
ამასთან, როგორც ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, საქართველომ შესანიშნავ პროგრესს მიაღწია დემოკრატიულ და სამხედრო რეფორმებში.
“შარშანდელი არჩევნების შემდეგ ივნისში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახალი ქვაკუთხედი იქნება მომწიფებული დემოკრატიის გზაზე მდგარი საქართველოსთვის”, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.