სასამართლოს გადაწყვეტილებით გუკა რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ”ცენტრ პოინტის” გენერალური დირექტორი გუკა რჩეულიშვილი პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლემ განმარტა, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი ახალი გარემოება იმისთვის, რათა აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, შეცვლილიყო.
”დაცვის მხარე მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომელზეც საუბრობდა 2016 წლის 12 ივლისის პროცესზე, როცა ”ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა”, – განაცხადა მოსამართლემ.

როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განმარტა, ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მხოლოდ იმ გარემოების გამო არ შეფარდვია, რომ ის გამოძიებას ემალებოდა, არამედ, იყო სხვა გარემოებებიც, რაც აღკვეთის ღონისძიების მიზნებს ვერ უზრუნველყოფდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები