„ერთი კვირა სხვისთვის“ – პროექტის ფარგლებში ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებმა სისხლი გაიღეს (ფოტოკოლაჟი)

სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციის „შენთვის, ანუ ყველასთვის“ ფართომასშტაბიანი პროექტის – „ერთი კვირა სხვისთვის“ ფარგლებში სისხლი გაიღეს.
„ეს არის ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობის საკითხი. მოხარული ვარ, რომ ამ აქციას შევუერთდით, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან და სასიკეთო საქმეს აკეთებს ეს ორგანიზაცია“, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსმა, სამგორის რაიონის ყოფილმა გამგებელმა მამუკა ჩოქურმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „შენთვის, ანუ ყველასთვის“ დაარსდა 2013 წელს და მას შემდეგ მრავალი საქველმოქმედო და სოციალური აქცია უზრუნველყო. ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო, არის და იქნება ქართული საზოგადოების აქტიურად ჩართვა სხვადასხვა სახის საქველმოქმედო და სოციალური შინაარსის სასარგებლო საქმიანობაში.

13669320_10153827880259779_2673703926306741977_o

13615000_10153827879529779_3030897940622626125_n

13700044_10153827879514779_2132396352185340512_n

13615436_10153827879524779_8557191696999211470_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები