პრაღაში დარჩენილი ქართველი მგზავრები თბილისში ხვალ დაბრუნდებიან

2016 წლის 11 ივლისს, პრაღა-სტამბოლი-თბილისის რეისის გაუქმების გამო საქართველოს 20 მოქალაქე, მათ შორის 13 ბავშვი პრაღის აეროპორტში დარჩა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს დახმარებით საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უახლოესი რეისით -14 ივლისს დაბრუნებიან.
მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ინტენსიური ტურისტული სეზონისა, საქართველოს საელჩომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ოპერატიულად მოახერხა მოქალაქეების დაბინავება და კვებით უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები