არჩილ თალაკვაძე: “ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დროულად და ეფექტურად მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დროულად და ეფექტურად მიმდინარეობს. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმესთან დაკავშირებით, სამინისტრო ვრცელ კომენტარებს მოგვიანებით გააკეთებს.
„მოგვიანებით, მე, როგორც მინისტრის მოადგილე, ასევე, სამინისტრო, ამასთან დაკავშირებით ამომწურავ კომენტარებს გავაკეთებთ. თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება. გპირდებით, რომ ეს იქნება დროული, ეფექტური და, რა თქმა უნდა, მხარეებს მიეცემათ სამართლიან სასამართლოში შეჯიბრის საშუალება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს „ცენტრ პოინტის“ საქმის ბრალდებულ სალომე ჩარკვიანის დაკავებასთან დაკავშირებით, თალაკვაძე აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება“ იქნება ის გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას.
„ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ მხოლოდ იმას, რომ 8 ოქტომბერს მოსახლეობის მთავარი შეკითხვა იქნება, რომელი გუნდი უზრუნველყოფს თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, ჩემთვისაც და ჩემი შვილებისთვისაც უკეთეს მომავალს. მერწმუნეთ, რომ „ქართული ოცნების“ განახლებული გუნდი იქნება ის გუნდი, რომელიც ამას გააკეთებს წარმატებით“, – აღნიშნა შს მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები