დავით უსუფაშვილი: ბრძოლაში მივდივართ ისინი, ვისაც გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ

“რესპუბლიკური პარტიის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით უსაუფაშვილი ყველა „რესპუბლიკელს“ მიმართვს, დატოვონ პარტია უახლოესი ორი დღის განმავლობაში, თუკი ამას გეგმავენ.
”ჩვენ მივდივართ საარჩევნო ბრძოლაში, ამიტომ მივმართავთ ყველა „რესპუბლიკელს“, ვისაც რაღაცა ეჭვი აწუხებს, რომ ამ ბრძოლაში უნდა იყოს თუ არა ჩვენთან ერთად. გააკეთოს არჩევანი უახლოესი ორი დღეში, რადგან ჩვენ არჩევნებზე უნდა წავიდეთ თავდაჯერებული, მტკიცე ჯგუფი, როგორც ვიყავით ყოველთვის. არ აქვს მნიშვნელობა მოტივებს. ეს იქნება ღირებულებითი, ყოფითი და პერსონალური მოძრაობა, არჩევანი უნდა გაკეთდეს, ბრძოლაში მივდივართ ისინი, ვისაც გვჯერა, რომ გავიმარჯვებთ ამ ბრძოლაში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ,რომ დღეს ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა თანამდებობა დატოვა.
როგორც ”რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გადადგომის შესახებ განცხადებები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დაწერეს. ამასთან, დღესვე ცნობილი გახდა, რომ ”რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება. რაც შეეხება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს, ის “რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები