ვიქტორ დოლიძე: თინა ხიდაშელმა უნდა ახსნას, რატომ აქვს ეჭვი, რომ შეიძლება ქვეყანა ევროპულ გზაზე არ დარჩეს

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, ვიქტორ დოლიძის აზრით, „რესპუბლიკელმა“ თინა ხიდაშელმა უნდა ახსნას, რას გულისხმობდა თავდაცვის მინისტრის რანგში გაკეთებულ განცხადებაში, რომ თუკი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა ევროპულ გზაზე დარჩება, ის თავდაცვის სამინისტროში აუცილებლად დაბრუნდება.
ამის შესახებ „ვიქტორ დოლიძემ კვირას“ პრესკლუბში დასმული შეკითხვის საპასუხოდ, განაცხადა.
„ძალიან არ მიყვარს ზოგადი და ბუნდოვანი შეფასებები, მაგრამ როდესაც თავდაცვის მინისტრი ამგვარ განცხადებას აკეთებს, მაშინ უნდა ახსნას, რატომ აქვს ეჭვი, რომ შეიძლება, ქვეყანა ევროპულ გზაზე არ დარჩეს. მას აუცილებლად უნდა ჰკითხოთ, როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა, რას გულისხმობდა. მე ვერ მივხვდი, კონტექსტში რას გულისხმობდა. დღესვე გადადგომის შესახებ განცხადებები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დაწერეს.
„რესპუბლიკური პარტიიდან“ მთავრობაში წარგზავნილმა მინისტრებმა ძალიან ბევრი, ძალიან კარგი საქმე გააკეთეს ქვეყნისთვის. თინათინ ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი დატოვებენ თანამდებობებს, ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან, პარტიასთან შეთანხმებით დაასრულებენ იმ საქმეებს, რომლებსაც ამ წუთებში უძღვებიან და გადმოერთვებიან პარტიულ საქმიანობაზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები