გიგლა აგულაშვილი “რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი „რესპუბლიკურ პარტიას“ ტოვებს. ამის შესახებ პარტიის ოფისში, ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
შესაბამისად, ის ამ ეტაპზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე რჩება.
“რაც შეეხება გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს, მან გააკეთა სხვა არჩევანი, იგი გაემიჯნა “რესპუბლიკურ პარტიას” და რჩება თანამდებობაზე”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დღეს ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა თანამდებობა დატოვა. როგორც ”რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გადადგომის შესახებ განცხადებები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დაწერეს.
ამასთან დღესვე ცნობილი გახდა, რომ ”რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები