თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა მინისტრის თანამდებობები დატოვეს

ორმა ”რესპუბლიკელმა” მინისტრმა თანამდებობა დატოვა. როგორც ”რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გადადგომის შესახებ განცხადებები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დაწერეს.
“რესპუბლიკური პარტიიდან“ მთავრობაში წარგზავნილმა მინისტრებმა ძალიან ბევრი, ძალიან კარგი საქმე გააკეთეს ქვეყნისთვის. თინათინ ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი დატოვებენ თანამდებობებს, ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან, პარტიასთან შეთანხმებით დაასრულებენ იმ საქმეებს, რომლებსაც ამ წუთებში უძღვებიან და გადმოერთვებიან პარტიულ საქმიანობაზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები