”რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი იქნება

”რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება, – ამის შესახებ ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამნიძემ აღნიშნა, „რესპუბლიკური პარტია“ წინაასაარჩევნო კამპანიას დღეიდან ოფიციალურად იწყებს.
”უსუფაშვილი-რესპუბლიკელები”, – ამ სახელწოდებით და ამ ლიდერთან ერთად ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ღირსეული ადგილისთვის პარლამენტში”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები