“ისე უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს, პარლამენტი გაცდენების მეტს არაფერს აკეთებს”

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას გამოეხმაურა, სადაც პარლამენტარების გაცდენების შესახებ იყო ინფორმაცია გასაჯაროებული.
როგორც მმართველი გუნდის წევრმა აღნიშნა, სხდომების გაცდენებთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასება არა თუ არასაკმარისია, არასწორ მიმართულებასაც ქმნის.
თემას ვოლსკი, გადაცემა 2030-ში გამოეხმაურა.
“მედიით დილიდან ვისმენ, რომ პარლამენტში გაცდენებია. ისე უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს, პარლამენტი გაცდენების მეტს არაფერს აკეთებს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ჩვენი ფრაქციისა და უმრავლესობის წევრებს, გაცდენების თემა საერთოდ არ ეხება. ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება. „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთ წარმომადგენელს პარლამენტში იმდენი გაცდენა აქვს, რომ ამის გამო მათი სახელიც კი არ მაგონდება”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იმ დეპუტატების სია გამოაქვეყნა, რომელთაც სასესიო პერიოდში არცერთი განცხადება არ გაუკეთებიათ.
ორგანიზაციის კვლევით თანახმად, დეპუტატები, რომლებიც განცხადებებით არ აქტიურობენ საქართველოს პარლამენტში, 27 წევრია. მათ შორის არიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობიდან, ასევე უმცირესობიდანაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები