მიხეილ ჯანელიძე კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნატოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან სტეფან დიონთან.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისათვის, მათ შორის ხაზი გაუსვა კანადის წვლილს არსებითი პაკეტის ახალი ელემენტების იმპლემენტაციის პროცესში.
მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები, აღინიშნა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალი, ამ კუთხით მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საინვესტიციო შეთანხმების დროულად გაფორმების მნიშვნელობას, ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობა. კანადამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. სხვა საკითხებთან ერთად, მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს მრავალმხრივ ფორმატში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები