თინა ხიდაშელი: ქართული მხარის პოზიციაა, რომ ჩვენ ვრჩებით ნატოსთან ერთად ავღანეთში

 „ქართული მხარის პოზიციაა, რომ „ჩვენ ვრჩებით ნატოსთან ერთად ავღანეთში“, – ამის შესახებ ვარშავაში, ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს ყველა ქვეყანამ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა და პასუხისმგებლობა 2020 წლამდე. კითხვაზე, სჭირდება თუ არა მისიის გაგრძელებას პარლამენტის მხარდაჭერა, ხიდაშელი ამბობს, რომ „ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებებია, თუმცა ეს ფორმალური პროცედურაა“. „წელს ნამდვილად არ დაგვჭირდება პარლამენტის თანხმობა, რადგან პარლამენტის აქტი, რომელიც 2 წლის წინ გამოიცა, ნათლად ამბობს, რომ საქართველო მონაწილეობს “მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მის დასრულებამდე“,-აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. მინისტრი განმარტავს, რომ საქართველოში ცოტამ თუ იცის ყველაზე მთავარი, რითაც ჩვენ გამოვირჩევით სხვა კონტინგენტისგან. „ქართული კონტინგენტი არის ის, ვინც ავღანეთში იცავს გენერლებს, ანუ მისიის ხელმძღვანელებს. ეს არის ყველზე უფრო მაღალი ხარისხის ნდობაც და დაფასებაც“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები