სირიაში დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

 

სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ალეპოს პროვინციაში, სამთავრობო ძალებისა და რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაიბომბა ქალაქი ალეპო, ასევე – ტარიქ ალ-ბაბისა და ალ-სელიხენის დასახლებები .
სირიის ოპოზიციური ძალების ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.
სირიაში რამდენჯერმე იყო მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ მას დაპირისპირებული მხარეები პრაქტიკულად არ იცავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები