უცნობი ჰაკერები ვარშავაში ნატოს სამიტის მონაწილეებს ემუქრებიან

ჰაკერებმა ინტერნეტში ნატოს სამიტის მონაწილეების მისამართით “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების სახელით მუქარები განათავსეს.
უცხოური მედიის ცნობით, კიბერდამნაშავეებმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის კათოლიკური შეკრების ოფიციალური გვერდი გატეხეს. კათოლიკური შეკრება პოლონეთში ივლისის ბოლოს შედგება. ელექტრონულ მისამართზე – sdm.lublin.pl გაჩნდა შემდეგი წარწერა: „ალაჰ აკბარ! შურისძიების დრო მოვიდა. ჩვენი მტრები ერთ ადგილას შეიკრიბნენ. ნატოს სამიტი ვარშავასთან ერთად წმინდა ცეცხლში დაიწვება“.
ეს წარწერა პოლონურ და არაბულ ენაზე დაიწერა. ჰაკერულ შეტევას ამჟამად პოლონეთის პოლიცია და შინაგანი უსაფრთხოების სააგენტო იძიებს. ვებგვერდის მუშაობა ამ დროისთვის აღდგენილია.
როგორც ახლო აღმოსავლეთის ექსპერტმა, ვოიცეხ შევცემ განაცხადა, არაბულ ენაზე წარწერა შეცდომებს შეიცავს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ შეტყობინების ავტორი შესაძლოა, არა რეგიონის მაცხოვრებელი, არამედ გერმანიის ან საფრანგეთის მოსახლე იყოს. შევცემ აღნიშნა, რომ მუქარა არ არის შედგენილი ინტერნეტთარჯიმნის ან ლექსიკონის მიერ. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი მუქარა, რომელიც ინტერნეტში პოლონეთში დღეს გახსნილ სამიტთან და ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან (26-31 ივლისი) დაკავშირებით გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები