აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 8 დაიჭრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა ანტიტერორისტული ოპერაციის საკითხებში ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისი თქმით, სამხედროების კუთვნილი მიკროავტობუსი დასახლება ლოპასკინოსთან ნაღმზე აფეთქდა. გარდა ამისა, ლისენკოს თქმით, ორი სამხედრო მოსამსახურე დასახლება კამენკას მახლობლად ნაღმზე აფეთქდა და მათ მძიმე ჭრილობები მიიღეს.