ბაღდადთან ახლოს ტერაქტის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

რამდენიმე აფეთქების და სროლის შედეგად ერაყის დედაქალაქიდან ჩრდილოეთით 30 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.
თავდასხმა შიიტებისთვის წმინდა ადგილას, სალახედინის პროვინციაში, ერაყის დედაქალაქიდან 90 კილომეტრში მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ბაღდადში რამდენიმე დღის წინ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები