თსუ-ში აკადემიური საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაფართოებული აკადემიური საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს. უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტსა და 14 სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში 21 საარჩევნო უბანია გახსნილი. მათ აკადემიურ საბჭოში თითო-თითო წარმომადგენელი უნდა აირჩიონ.
უნივერსიტეტში გაფართოებული აკადემიური საბჭოს არჩევნები „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ და უნივერსიტეტის წესდებაში შესული ცვლილებების თანახმად მიმდინარეობს.
საარჩევნო პროცესი 17:00 საათზე დასრულდება, ხოლო შედეგები 20:00 საათისთვის გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ თსუ-ში აკადემიურ საბჭოს წევრთა არჩევნები 11 მაისს გაიმართა, მაშინ უნივერსიტეტმა საბჭოს მხოლოდ 14 წევრი აირჩია. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, უნივერსიტეტს 36-წევრიანი აკადემიური საბჭო ეყოლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები