იენს სტოლტენბერგი: ნატო ვარშავის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებას მოახდენს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვარშავის საექსპერტო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და უკრაინის რეფორმებზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მისი განცხადებით, ნატო ვარშავის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის დემონსტრირებას მოახდენს.
„სამიტზე კიდევ ერთხელ მოხდება დემონსტრირება, რომ ნატოს კარი ღიაა. ჩვენ საქართველოსა და უკრაინასთან ვმუშაობთ, როგორც ახლო პარტნიორებთან. მხარს ვუჭერთ მათ რეფორმებს ნატოს სტანდარტების მისაღწევად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, არსებითი პაკეტი და ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი მნიშვნელოვანი სიგნალია ნატოს მხარდაჭერისა საქართველოსთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები