მოსკოვის მეტროპოლიტენის ექვსი სადგური ხანძრის გამო დაიხურა

ხანძრის გამო მოსკოვის მეტროპოლიტენის ექვს სადგურზე დენის მიწოდების შეწყვეტის გამო მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მეტროპოლიტენის მოძრაობის მიმართულებით უფასო ავტობუსები დაინიშნა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ის გადაჭედილია და მგზავრობა შეუძლებელია.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადგურ „ვიხინოზე“ ხანძარი მოხდა. ადმინისტრაციულ შენობაში ცეცხლი ელექტროკაბელს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები