2016 წელს 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში 12,9%-ით მეტი ტურისტი ჩამოვიდა

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2016 წელს 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში 12,9%-ით მეტი ტურისტი ჩამოვიდა.
აღნიშნული მონაცემებით ირკვევა, რომ წელს საქართველოში სულ 2 მილიონ 636 319 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. გასულ წელს კი 2 მილიონ 335 310.
2016 წლის განმავლობაში ჩამოსული ვიზიტორების 26% – აზერბაიჯანიდან, 24% -სომხეთიდან, 21% – თურქეთიდან, 15% კი რუსეთიდან შემოვიდა. სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა 11% შეადგენს.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტების მხოლოდ 15%-მა გამოიყენა მგზავრობისთვის თვითმფრინავი, 1%-მა – გემი და ამავე რაოდენობის ადამიანებმა კი მატარებელი გამოიყენა.
2016 წელს საქართველოში 18 718 ამერიკის მოქალაქე იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები