ერაყში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 292-მდე გაიზარდა

ბაღდადში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 292-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, კიდევ 200 ადამიანი დაჭრილია. ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ ამოიცნო 177 ადამიანი, რომლებიც ტერაქტის დროს დაიღუპნენ. აქედან ამოცნობილი 115 ცხედარი ნათესავებს უკვე გადაეცათ. ტერორისტული შეტევა ბაღდადში 3 ივლისს განხორციელდა. ის ყველაზე სერიოზული ტერაქტია ბოლო წლების განმავლობაში. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები