რა ბედი ელით მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებს – მინისტრის მოადგილის კომენტარი

„რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რაოდენობა შესაძლოა, დიდი ალბათობით გაუთანაბრდეს მარცხენასაჭიან ავტომობილებს, რაც უკვე მთავრობას დააყენებს ამოცანის წინაშე, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა მარჯვენასაჭიან ავტომობილებსაც მოარგოს“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ იმ პრობლემებზეც ისაუბრა, თუ რა რისკებს და საფრთხეს ქმნის დედაქალაქში მარჯვენასაჭიანი ავტომობილები.
„შს სამინისტრომ მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით საზოგადოებისთან დისკუსიისთვის სივრცე გახსნა. ჩვენ დავანახვეთ მოსახლეობას ის პრობლემა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში დადგება. იმპორტის მაჩვენებლების გათვალისწინებით, ქვეყანაში იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რაც მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით გვაქვს. ცხადია, რომ რამდენიმე წელიწადში ქვეყანაში მარჯვენასაჭიან ავტომობილთა რაოდენობა შესაძლოა, დიდი ალბათობით მარცხენასაჭიან ავტომობილებს გაუთანაბრდეს, რაც უკვე მთავრობას ამოცანის წინაშე დააყენებს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა მარჯვენასაჭიან ავტომობილებსაც მოარგოს. თქვენ იცით, რომ ამ მანქანებს სერიოზული პრობლემები და რისკები ექმნებათ გასწრების დროს. მათი განათების სისტემა შემხვედრ მანქანებს პრობლემებს უქმნის. გარდა ამისა, მგზავრის ჩამოსმის პროცესში ისინი დამატებით რისკებს ქმნიან. არის მთელი რიგი საკითხები. ჩატარებულია საერთაშორისო კვლევები, ჩვენც ვატარებთ მონაცემების ანალიზს, რომელსაც წამოვუდგენთ მოსახლეობას, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ მარცხენასაჭიანი ინფრასტრუქტურისთვის მარჯვენასაჭიანი ავტომობილები პრობლემას ქმნიან. მიუხედავად ამისა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არცერთი ადამიანის საკუთების უფლება, არ დადგება საფრთხის წინაშე. მოქალაქეებს, რომლებსაც უკვე ჰყავს მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები, შეუძლიათ დაიტოვონ და ჰყავდეთ, რამდენი ხნის განმავლობაშიც სურთ“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები