ევროკომისია ესპანეთსა და პორტუგალიას დაჯარიმებით ემუქრება

ევროკომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ესპანეთმა და პორტუგალიამ დადგენილ ვადებში ბიუჯეტის დეფიციტი ვერ აღმოფხვრეს. თუ დადასტურდა, რომ ეს არ არის დაკავშირებული რაიმე ექსტრემალურ სიტუაციასთან, ამ ორ ქვეყანას შესაძლოა, ჯარიმა დაეკისროს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2 პროცენტის ოდენობით, რაც რამდენიმე მილიარდ ევროს შეადგენს. აქამდე ევროკავშირს მსგავსი სადამსჯელო ზომა არცერთ ქვეყანასთან დაკავშირებით არ განუხორციელებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები