არჩილ თალაკვაძე: მართვის მოწმობა გახდება ბევრად უფრო საიმედო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უწყება, საგზაო მოძრაობის სფეროში არსებული ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელებას, რომელიც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებაა, წლის ბოლოდან გეგმავს.
ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ “მაესტროს“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
უწყების ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელება, რომელიც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს, წლის ბოლოდან იგეგმება.
„ერთ-ერთი ინიციატივა, რომლის განხორციელებასაც ჩვენ უკვე წლის ბოლოდან ვგეგმავთ, ეს არის მართვის მოწმობების ტესტირების გადატანა რეალურ მოძრაობაში. მძღოლების გამოცდა მოხდება რეალურ სივრცეში, მართვის მოწმობა გახდება ბევრად უფრო საიმედო და უფრო ადეკვატურად შევძლებთ მძღოლის მართვის უნარების შეფასებას მისთვის მართვის მოწმობის მიცემას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები