ფილიპინებზე “ბოევიკებსა” და სამხედროებს შორის შეტაკებისას 9 ტერორისტი და ერთი სამხედრო დაიღუპა

ფილიპინებზე სამხედროებსა და დაჯგუფება „აბუ საიაფის“ ტერორისტებს შორის შეტაკებისას 9 „ბოევიკი“ და ერთი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. დაჭრილია 13 სამხედრო.
შეტაკება სულუს პროვინციაში მოხდა. ოპერაცია ამ რაიონში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა ჯუნგლებში ამ დაჯგუფების 130 „ბოევიკი“ აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ „აბუ-საიაფის“ „ბოევიკებმა“ ორ კანადელ მძევალს თავები მოჰკვეთეს მას შემდეგ, რაც მათ გამოსასყიდი არ გადაუხადეს. ახლა ისინი ნორვეგიელი მძევლის მოკვლით იმუქრებიან, თუ მათ ფულს არ გადაუხდიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები