ობამა ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესს შეაჩერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გამოყვანის პროცესი შეჩერდება. ობამას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა 8 400-მდე შემცირდება. მანამდე იგეგმებოდა დღეს არსებული 9 800 სამხედროს შემცირება 5 500-მდე.
ობამას თქმით, ავღანეთში კვლავ არასტაბილური მდგომარეობაა, ამიტომ შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესი შეჩერდა. ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის შეჩერებას, ან გაუქმებას ობამასგან სენატორები და სამხედრო მაღალჩინოსნები ითხოვდნენ. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ავღანეთის უშიშროების ძალები ჯერჯერობით იმ დონეზე არ არიან, რომ მოძრაობა „თალიბანს“ წინ აღუდგნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები