ანგელა მერკელი რუსეთს ფუძემდებლური საერთაშორისო პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი – საზღვრების ურღვევობა ეჭვქვეშ დააყენა. ამის შესახებ კანცლერმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მერკელმა მოსკოვი ევროპასა და რუსეთს შორის ნდობის დაკარგვაში დაადანაშაულა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებებმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები – ნატოს წევრები სერიოზულად შეაშინა, რის გამოც მათ ალიანსის მხარდაჭერა სჭირდებათ. ამასთანავე, კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროპაში უსაფრთხოების საკითხების მოგვარება რუსეთის გარეშე შეუძლებელია. მერკელმა ასევე დაამატა, რომ ნატოს სტრატეგია რუსეთთან მიმართებაში წმინდა თავდაცვით ხასიათს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები