„ისლამურმა სახელმწიფომ“ დეზერტირები ცოცხლად მოხარშა

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ამ დაჯგუფების შვიდი წევრი ცოცხლად მოხარშეს. ეს ადამიანები სიკვდილით დეზერტირობის გამო დასაჯეს.
გამოცემა DailyMail-ის ინფორმაციით, ვიდრე სიკვდილმისჯილებს უზარმაზარ ქვაბში ჩააგდებდნენ, ისინი გაკოჭეს, ამოსვლა რომ ვერ შეძლებოდათ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ეს ადამიანები ერაყის სალაჰადინის პროვინციაში ბრძოლის ველიდან გაქცევისთვის დასაჯეს. სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ერაყის ჯარმა ქალაქ ფალუჯაზე შეტევა დაიწყო, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგები 500-ზე მეტმა დეზერტირმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები