ანჯეი დუდა – ნატო საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდავეთისთვის ღია უნდა იყოს

ნატომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს მხარი უნდა დაუჭიროს და ამ ქვეყნებისთვის ალიანსის კარი ღია უნდა იყოს. ამის შესახებ პოლონურ გამოცემა PAP-თან ინტერვიუში პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა. ნატოს გაფართოების შესაძლებლობის კომენტირებისას დუდამ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შვედეთთან და ფინეთთან თანამშრომლობა უნდა გააღრმავოს, ვინაიდან ამ სახელმწიფოებს ნატოსთან სტრატეგიული ურთიერთობები აქვთ.
“ძალზე მოხარული ვარ. რომ ვარშავის სამიტს ჩერნოგორიის პრემიერ-მინისტრი დაესწრება. ეს ქვეყანა ნატოს წევრი ხდება. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ „ღია კარის“ პოლიტიკა შენარჩუნებულია“, – განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, ალიანსში საქართველოს, უკრაინის და მოლდავეთის გაწევრიანების პროცესი შესაძლოა, დროში გაიწელოს, მაგრამ კარის დახურვა ცუდი სიგნალი იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები