ზახაროვა – ტერორისტების რუსეთის მოქალაქეობის შესახებ მხოლოდ ტერაქტის ჩადენის შემდეგ ახსენდებათ

ტერორისტების რუსეთის მოქალაქეობის შესახებ მხოლოდ ტერაქტის ჩადენის შემდეგ ახსენდებათ, მანამდე კი მათი გადმოცემის შესახებ რუსეთის ყველა მოთხოვნის იგნორირება ხდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომ სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან ჩეჩნეთის მკვიდრი აჰმედ ჩატაევია დაკავშირებული.
ზახაროვას თქმით, თავის დროზე რუსეთმა ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობისთვის ჩატაევზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, თუმცა არც ავსტრიამ, არც შვედეთმა მოსკოვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი სტამბოლის ტერაქტის გამოძიებას ყურადღებით აკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები