ზვიად კვაჭანტირაძე: პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადებას არ ველოდები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „საარჩევნო კოდექსს“ ვეტოს დაადებს.
როგორც ჟურნალისტებს კვაჭანტირაძემ განუცხადა, მას ამ ვარაუდის საფუძველს აძლევს ის გარემოება, რომ არჩევნების მყარი და სტაბილური გარემოს შექმნის თვალსაზრისით, პრეზიდენტი პარლამენტთან ურთიერთობაში კონსტრუქციული იყო.
„გულწრფელად გეტყვით, რომ პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადებას არ ველოდები, რადგან არჩევნების მყარი და სტაბილური გარემოს შექმნის თვალსაზრისით, პრეზიდენტი პარლამენტთან ურთიერთობაში კონსტრუქციული იყო. იმის საშიშროებას ვერ ვხედავ, რომ მოკლე დროში საარჩევნო საკითხების რეგულირების თემებს უნდა დავუბრუნდეთ. არ მჯერა, რომ რაიმე ისეთი სერიოზული არგუმენტი გაჩნდეს, რომელიც განხილვის საწყის ეტაპზე დაგვაბრუნებს“, – განაცხადა კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, რომ ინტერპატიული ჯგუფი უფასო სარეკლამო დროსთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე პრეზიდენტს ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები