“ხაჯიმბა ცდილობს, ისეთი სურათი შექმნას, თითქოს, დე ფაქტო ხელისუფლება საკუთარ პოზიციებს აჟღერებს“

„რასაც ჩვენ ვისმენთ ხოლმე დე ფაქტო ხელმძღვანელებისგან, ეს არის სტანდარტული გზავნილები კრემლიდან, რომელიც უნდა გააჟღერონ“, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
სესიაშვილის თქმით, ხაჯიმბა ცდილობს, ისეთი სურათი შექმნას, თითქოს, დე ფაქტო ხელისუფლება საკუთარ პოზიციებს აჟღერებს.
“ჩვენ რასაც ვისმენთ ხოლმე დე ფაქტო ხელმძღვანელებისგან, ეს არის სტანდარტული გზავნილები კრემლიდან, რომელიც უნდა გააჟღერონ, რომ როგორმე ისეთი სურათი შექმნან, თითქოს, დე ფაქტო ხელისუფლება საკუთარ პოზიციებს აჟღერებს. არადა, ერთი ერთში ვისმენთ იმ ნარატივს, რომელიც კრემლიდან მოდის და, უმეტეს შემთხვევაში, ეს უკავშირდება ძალიან მაღალ ვიზიტებს, ვარშავის სამიტს და ა.შ. სამწუხაროდ, ამ პერიოდში გარკვეული პროვოკაციების მატების ნიშნებიც არის ხოლმე. ამას შეგვაჩვიეს, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, სად არის რეალური მიზანი ჩვენი ქვეყნის და გამოსავალი იმისა, რომ რეგიონში, ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა”, – განაცხადა სესიაშვილმა გადაცემა “2030”-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები