ჯონ კერი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. თავდაპირველად კერი უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შეხვდება, ხოლო შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
სააგენტო  „უნიანის“ ცნობით, დღესვე დაგეგმილია კერის შეხვედრა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან და უმაღლესი რადის სპიკერთან. მოგვიანებით კი კერის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაველ კლიმკინის შეხვედრა გაიმართება. იგეგმება უკრაინაში მიმდინარე რეფორმების, მინსკის შეთანხმებების შესრულების და სხვა საკითხების განხილვა. უკრაინიდან კერი ვარშავაში გაემგზავრება, სადაც 8-9 ივლისს ნატოს სამიტი იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები