ობამამ და პუტინმა სირიის, ყარაბაღისა და უკრაინის კონფლიქტები განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა რუსმა კოლეგამ ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს მთიანი ყარაბაღისა და სირიის კონფლიქტები, ასევე აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ძირითადი საკითხი, რომელიც სატელეფონო საუბრის დროს იყო განხილული, 20 ივნისს სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინის, ილჰამ ალიევის და სერჟ სარგსიანის შეხვედრა და მასზე მიღწეული შეთანხმებები იყო. ასევე, საუბრის დროს ბარაკ ობამამ სთხოვა ვლადიმერ პუტინს, რომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობის დეესკალაციისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები