აშშ-ში პოლიციელების მიერ შავკანიანის მკვლელობის კადრები ინტერნეტში გავრცელდა – ვიდეო

აშშ-ში მინესოტის შტატში პოლიციელებმა აფროამერიკელი მოკლეს. შესაბამისი ვიდეო ინტერნეტით გავრცელდა. მასზე გადაღებულია ფილანდო კასტილეს დაღუპვა. ვიდეო მისი მანქანიდან არის გადაღებული და მისი ავტორია კასტილეს მეგობარი ქალი.
მისი თქმით, პოლიციამ კასტილეს ავტომობილი ჩამსხვრეული უკანა ფარის გამო გააჩერა. კასტილემ უთხრა პოლიციელს, რომ იარაღი და მისი ტარების უფლება აქვს. როდესაც პოლიციელმა შავკანიანს მანქანის მართვის მოწმობის ჩვენება მოსთხოვა, სამართალდამცველმა მას ესროლა. ამჟამად პოლიციელი, რომელმაც კასტილეს ესროლა, სამსახურებრივ მოვალეობას ჩამოშორებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები