უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2017 წლის ბოლომდე გააგრძელა
უკრაინის მთავრობამ დღეს რუსული პროდუქტების წინააღმდეგ სანქციები 2017 წლის ბოლომდე გააგრძელა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებულების საპასუხოდ არის მიღებული, რომელმაც ასევე სანქციები 2017 წლის ბოლომდე გააგრძელა.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც გააგრძელეს. ამის მიზეზი მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი „ბოევიკების“ მხარდაჭერა სახელდება.