ლიონელ მესის სასამართლომ 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ფეხბურთელს, ლიონელ მესის და მამამისს, ხორხე ორასიოს სასამართლომ გადასახადებისგან თავის არიდებისთვის 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ესპანეთის კანონების მიხედვით, ორ წელიწადზე ნაკლები სასჯელის მოხდა ციხის გარეთ არის შესაძლებელი.
სასამართლომ მესის 2 მილიონი ევროს, ხოლო მამამისს 1,5 მილიონის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
პროკურატურის ინფორმაციით, ფეხბურთელმა 2007, 2008 და 2009 წლებში მიღებული შემოსავლიდან გადასახადი არ გადაიხადა. ლიონელ მესი ამჟამად 29 წლის არის, „ბარსელონას“ შემადგენლობაში ის 17 წლიდან ასპარეზობს და ამ კლუბის შემადგენლობაში არაერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები