სირიაში აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა
სირიის ქალაქ ხასეკაში აფეთქებას 25 ადამიანი ემსხვერპლა. ათობით ადამიანი დაჭრილია. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ერთ-ერთ საცხობთან აამოქმედეს. ამ დროისთვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.