თურქეთში ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა
თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გირესუნის პროვინციაში, ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც სამხედრო მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ Hurriyet Daily News-ი იუწყება. საჰაერო ხომალდის ბორტზე 15 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი იმყოფებოდა. ტელეკომპანია NTV News-ის ცნობით, Sikorsky S-70-ის კატასტროფის მიზეზი შესაძლოა, ცუდი ამინდი იყოს.