იემენში მომხდარი ტერაქტის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

იემენის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ადენში მომხდარი აფეთქებების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
თავდაპირველად ავტომობილი ბაზის მახლობლად აფეთქდა, მეორე ავტომობილმა კი ბაზის ტერიტორიაზე შეაღწია და შიგნით აფეთქდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. იემენში 2014 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები