ავღანეთში ასაფეთქებელი მოწყობილობის საამქრო აღმოაჩინეს
ქაბულის მახლობლად ექსტრემისტული დაჯგუფების, „თალიბანის“ ასაფეთქებელი მოწყობილობის საამქრო აღმოაჩინეს. აქ ტერორისტები ბომბებს ამზადებდნენ და ქაბულსა და მის შემოგარენში ტერაქტებს აწყობდნენ. საამქროში, ძირითადად, ნაღმებს ამზადებდნენ, რომლითაც სამხედროების და პოლიციის ავტომანქანებზე ტერორისტული შეტევები იგეგმებოდა. გარდა ამისა, ბომბებისა და ნაღმების საამქრო ბალხის პროვინციაშიც აღმოაჩინეს. „ბოევიკები“ ქალაქ მაზარი – შარიფში და პროვინციის სხვა დასახლებულ პუნქტებში ტერაქტებს ამზადებდნენ.