სულხან მოლაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

სულხან მოლაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის პანაშვილი ქაშუეთის ეკლესიაში დილიდან მიმდინარეობდა. ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გარდაცვლილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, სამოქალაქო პანაშვიდზე მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებოდნენ. პარალელურად ისინი სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით სამოქალაქო პეტიციაზე აწერდნენ ხელს.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი პარიზის ერთ-ერთ საავადმყოფოში 29 ივნისს გარდაიცვალა, ის საქართველოში 2 ივლისს ჩამოასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები