ბაღდადის ტერაქტის შემდეგ ერაყის შს მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ერაყის შს მინისტრი მოჰამედ გაბანი ბაღდადში მომხდარი ტერაქტების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, სავაჭრო რაიონში აფეთქებული ავტომობილი ტერორისტებმა დიალას პროვინციიდან ჩამოიყვანეს და მან ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი უპრობლემოდ გაიარა. შს გადამდგარი მინისტრი აცხადებს, რომ ქალაქში არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები „სრულიად უსარგებლოა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები