არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციასა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციასა“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელმოწერის ცერემონია დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და „პოზიციას“ გენერალურმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა მოაწერეს.

დოკუმენტის თანახმად, „პოზიცია“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერთობლივად, განახორციელებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო-სოციალურ აქტივობებს. კერძოდ კი, არასამთავრობო ორგანიზაცია სტუდენტებს აქტიურად ჩართავს სხვადასხვა სოციალურ პროექტებში, რითაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას.

გარდა ამისა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს სტაჟირების გავლა შეეძლებათ საინფორმაციო სააგენტო TVfree.ge-ში. აღნიშნული სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ მიერ არის დაფუძნებული და თავის ვებგვერდზე მუდმივი განახლების რეჟიმში აქვეყნებს საინტერესო ინფორმაციებს მსოფლიო სპორტის, ჯანმრთელობის, შოუბიზნესის, ავტო სიახლეების, კულინარიისა და სხვა მიმართულებით.

სწორედ TVfree.ge-ზე განთავსდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი სიახლეები.

13615434_1117857931617509_3503037216074490795_n-827x520_c

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები