ავსტრიაში 2 ოქტომბერს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

ავსტრიის მთავრობამ 2 ოქტომბრისთვის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი. გასულ კვირას ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ მაისში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გააუქმა. ამის მიზეზად მრავალრიცხოვანი დარღვევები დასახელდა. ავსტრია საპარლამენტო რესპუბლიკაა. პრეზიდენტს აქ, ძირითადად, ნომინალური უფლებები აქვს, თუმცა ფორმალურად სწორედ მას აქვს ფედერალური მთავრობის დანიშვნის და პარლამენტის დათხოვნის უფლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები