სომხეთის საზღვრის სიახლოვეს აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე სომხეთის საზღვრის სიახლოვეს, სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. „სომხეთის მხარემ კვლავ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სნაიპერის ტყვიას აზერბაიჯანელი სამხედრო ვიუსალ ალიევი ემსხვერპლა“, – განაცხადეს აზრბაიჯანის თავდაცვის უწყებაში. სომხურ მხარეს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები