ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 128 ადამიანი დაიღუპა

 ჩინეთში წყალდიდობის შედეგად ხუთ დღეში 128 ადამიანი დაიღუპა. 42 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. წყალდიდობა ძლიერი წვიმებით არის გამოწვეული. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, წყალდიდობამ 41 ათასი სახლი დააზიანა, მილიონზე მეტი ადამიანი სტიქიური უბედურების ზონიდან არის ევაკუირებული. წყალდიდობით მიყენებულმა ეკონომიკურმა ზარალმა 5,73 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები