დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიულმა პარტიამ“ მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა აირჩიოს

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიულმა პარტიამ“ ახალი ლიდერი უნდა აირჩიოს, რომელიც შემოდგომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის სავარძელს დაიკავებს. პარტიის ლიდერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც დევიდ კემერონმა თავისი გადადგომა დააანონსა.
კემერონმა გადადგომის შესახებ 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ განაცხადა, რომელზეც ბრიტანელებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი დაუჭირეს. პარტიის ლიდერის პოსტზე ხუთი კანდიდატი იყრის კენჭს. მთავარ პრეტენდენტად დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი ითვლება. ბრიტანული მედიის ცნობით, მას ათიდან ექვსი პარლამენტარი – პარტიის წევრი უჭერს მხარს. ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის ლიდერმა ბორის ჯონსონმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. ეს გადაწყვეტილება მან იმით ახსნა, რომ პარტიის რიგებში განხეთქილების შეტანა არ სურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები