ბრიტანეთის პარლამენტი – რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიარაღებული ძალების რეფორმირება მოახდინა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა მოსკოვს შეიარაღებული ძალების მოდერნიზების საჭიროება აჩვენა. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
“რუსეთი ახორციელებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის კომპლექსურ პროგრამას. ეს პროცესი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო“, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის საბაბად გამოიყენა.
“2008 წლის ბუქარესტის სამიტმა ნატოში საქართველოსა და უკრანის გაწევრიანების პერსპექტივა დაადასტურა. ეს რომ არ მომხდარიყო, რუსეთის სამხედრო აგრესია განახორციელა”, -აღნიშნავენ ბრიტანელი ექსპერტები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ინტერვენცია, უკრაინის კრიზისი, კიბერშეტევები ევროპაზე არის რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ნაწილი. დოკუმენტის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოსა და ნატოს უნდა ჰქონდეს საკმარისი სამხედრო პოტენციალი, რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის შესაკავებლად. ამასთან, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამჟამინდელი ვითარება უნდა შეიცვალოს და რომ ლონდონმა უნდა აჩვენოს მოსკოვთან კონსტრუქციული დიალოგის დამყარების სურვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები